დატოვა თუ არა საბურთალოს რაიონის გამგებელმა თანამდებობა? საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.
როგორეც გამგეობაში აცხადებენ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ და ამის მიზეზად სახელდება გამგებლის შვებულებაში ყოფნა.
გამგეობაში განმარტავენ, რომ გამგებელმა თბილისის მერს ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე აცნობა კუთვნილი შვებულების გამოყენების თაობაზე.
“ბექა მიქაუტაძემ შვებულებაში გასვლის თაობაზე განცხადება 27 თებერვალს დაწერა და 12 მარტს კვლავ შეუდგება სამსახურებივი უფლებამოსილების შესრულებას“, – აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.