ვახტანგ გომელაური 21 მარტის აქციაზე არეულობის დაგეგმვას არავის ურჩევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე არეულობის დაგეგმვას არავის ურჩევს. მინისტრის თქმით, აქციაზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა მოხდება.
“უსაფრთხოების ზომების დაცვა, რა თქმა უნდა, მოხდება ყოველთვის, იქნება ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქცია თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით და არც ვურჩევთ, რომ ეს ვინმემ დაგეგმოს, რადგან ფიზიკურად არ დავუშვებთ არეულობას. არაფერი არ მოხდება. თუ იქნებიან წყნარად, ჩატარდება წყნარად. თუ არ იქნებიან წყნარად, პოლიცია კანონის ფარგლებში ზომებს მიიღებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები