ვახტანგ გომელაური ირაკლი გედენიძეზე ძალადობას გმობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფოტოკორესპონდენტის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განმარტა, გედენიძეზე ძალადობის გამო ის შეშფოთებულია.
„ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო. როდესაც დაიდო საიტზე და ვუყურე, ძალიან შევშფოთდი. სცემეს ირაკლი გედენიძე, როდესაც ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რაც კანონით ისჯება. ეს ადამიანი დაკავებულია პოლიციის მიერ. სასამართლო იმსჯელებს და ვფიქრობ, უნდა დაისაჯოს კანონის უმკაცრესი ზომით“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ფოტოკორესპოდენტი ირაკლი გედენიძე გუშინ ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე სცემეს.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდართან დაკავშირებით, 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები