ჟურნალისტის ცემის გამო ბეგიაშვილი პარტიიდან გარიცხეს – კახა კუკავა ბოდიშს იხდის
გიორგი ბეგიაშვილი პარტია “თავისუფალი საქართველოდან” გაირიცხა , – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიიდან ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს უკავშირდება, რისთვისაც გიორგი ბეგიაშვილის შვილი დააკავეს.
“ირაკლი გედენიძეს მთელი საქართველო პატივს სცემს, მის დასაცავად გამრთულ აქციებში თავის დროზე მონაწილეობა ჩვენც გვაქვს მიღებული, ბოდიში გვინდა მოვუხადოთ მას, თუ ამ ბოდიშს მიიღებს, რაც შეეხება იმ პირს, რომელიც მონაწილეობადა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, წუხელ აქციის დასრულებისთანავე ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს იყო ივანე ბეგიაშვილი, მამამისმა გიორგი ბეგიაშვილმა საკუთარი ხელით ჩააბარა ის პოლიციელებს.
ივანე ბეგიაშვილი ჩვენი პარტიის წევრი არ იყო,პარტიის ხელმძღვანელობამ “თავისუფალი საქართველოდან“ გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კუკავამ.