გაძვირდება თუ არა ტაქსით მგზავრობა? რას აცხადებენ ტაქსოკომპანიები
ლარის კურსის მერყეობის პროცესის მიუხედავად, ტაქსოკომპანიები ამ ეტაპზე ტარიფების გაზრდას არ გეგმავენ. “კვირასთან“ საუბრისას ტაქსოკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძველი ტარიფები რჩება და მგზავრობის საფასურის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. “200-200“, “და ვინჩი“, “43 43 43“, “112-112“ “ ბედაური“ –
“კვირა“ აღნიშნულ ტაქსოკომპანიებს დაუკავშირდა. მათი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ავტოგაზის ფასის მატებისა და ლარის კურსის მერყეობის მიუხედავად, ტარიფების გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება. გაიზრდება თუ არა სამომავლოდ ტარიფები – ამ კითხვაზე ტაქსოკომპანიებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ. რაც შეეხებათ ინდივიდუალური ტაქსის მძღოლებს, მძღოლების ის ნაწილი, რომელთაც ავტომობილები გაზზე ჰყავთ, არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის ფასი გაზარდონ. მათი თქმით, ეს საავტომობილო გაზის გაძვირებას უკავშირდება.
ცნობისთვის, არსებული ტარიფებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობს.