დავით საყვარელიძეს პარლამენტმა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და უფლებამოსილება შეუწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით საყვარელიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მოუხსნეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული.
ამავე დადგენილების თანახმად, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს დავით საყვარელიძეს, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწდა.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრმა დავით საყვარელიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით, 2 თებერვალს მიმართა. მიზეზი კი გახლავთ, ის რომ დავით საყვარელიძე ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი იყო, როდესაც უკრაინის პროკურორის მოადგილის პოსტს დასთანხმდა. დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურორის მოადგილედ 2 თებერვალს დაინიშნა და მან ამავე დღეს საქართველოს პარლამენტს განცხადებით მიმართა.

11039711_915200378502456_1448949822_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები