თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

დღეს კულტურის სამინისტროსთან თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. როგორც ყოფილი ლექტორების ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, კულტურის სამინისტრომ 400 000 ლარზე მეტი თანხა მიითვისა.
“400 000 ლარზე მეტი ხალხის, მოსახლეობის ფული არის შეჭმული. ეს ადამიანები ყოველდღე სამსახურში იმისთვის დადიან, რომ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდნენ. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, რათა ბოლომდე მივიდეს ეს საქმე”, – განაცხადა რომეო საჯაიამ.
თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ასევე უნივერსიტეტში არსებულ ნეპოტიზმსა და პროტექციონიზმს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი უნივერსიტეტიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები