ზვიად ძიძიგური პროკურატურის ახალ დეპარტამენტზე: იმ ქონების გადაცემაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგური პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას ეხმაურება. ძიძიგურის თქმით, პროკურატურა არ ეხება გადაყიდული ბიზნესების თემას.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეხება სამართლიანობის აღდგენის ნაწილს, სადაც სახელმწიფოს აქვს ის ქონება, რომელიც ჩამორთმეული იყო უკანონოდ, ამ ქონების გადაცემაზეა საუბარი და არა იმ თემაზე, რომელი ბიზნესებიც გადაყიდულია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი იწყებს მუშაობას. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომლებიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები