ეროვნული ბანკი: ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი

ქვეყნის ფინანსურის სტაბილურობისთვის ეროვნული ბანკი მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბანკის საქმიანობა ქვეყანაში ვიზიტით მყოფმა სავალუტო ფონდის მისიამაც დაებითად შეაფასა. ბაქრაძის განმარტებით, იმისთვის, რომ პროდუქტები არ გაძვირდეს, ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„ჩვენი ქმედებები დადებითად იყო შეფასებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ არც არაფერი დაგვიგვიანებია და ის, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად. შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასების სტაბილურობა, რომელიც არის ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი, იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები