ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: მთავრობის მიერ ვალის აღების გადაწყვეტილებაში არანაირი კატასტროფა არ არის
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი ვალი აიღოს და ამაში არანაირი კატასტროფა არ არის, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება გამოყენებული ვალი ეკონომიკის სტიმულირებისთვის.
„ძალზე მნიშვნელოვანია, თუ სავალუტო ფონდი რა შეფასებებს და რეკომენდაციებს გააკეთებს. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი ვალი აიღოს და ამაში არანაირი კატასტროფა არ არის. მთავარია, ვალი სად იქნება მიმართული და როგორ მოხდება ამ ვალით ეკონომიკის სტიმულირება“, – განაცხადა გვასალიამ.