“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” 6 წევრი დააკავეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველებმა “თავისუფალი თაობის” 6 წევრი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისთან ბანერი – “არ გამოგივათ 21 მარტის რევანში” დაწვეს, სანაგვე ურნაში ჩააგდეს და პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს. ამ დროისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქცია კვლავ გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქცაზე 21 მარტს დაგეგმილი აქციის გაუქმებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები