კახა კალაძე – ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რუსი ოპოზიციონერის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამებრძოლებს უსამძიმრებს.
“აუნაზღაურებელი დანაკლისი და მძიმე დარტყმაა რუსეთის დემოკრატიისთვის ბორის ნემცოვის მკვლელობა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამებრძოლებს.
ბორის ნემცოვი იყო პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. მისი მკვლელობა არის ტრაგედია.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს აღმაშფოთებელი დანაშაული იქნება გამოძიებული, დამნაშავეები დასჯილი”, – აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.