ელგუჯა ხოკრიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან შონიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მონადირეების ძირითადი მოთხოვნა კოლხეთის ეროვნული პარკში- ჭურიას ბილიკზე ნადირობის ნებართვაა, რაც „დაცული ტეროტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.
მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილბრივი მონადირეების შემადგენლობით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც რეგიონის მასშტაბით სამონადირეო ტერიტორიებს შეისწავლის და სახელმწიფოს დაფინანსებით სამონადირეო მეურნეობები ჩამოყალიბდება.
ახალი ინიციატივა რეგიონში სამონადირეო მეურნეობების ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.