ვინ იყო ბორის ნემცოვის 23 წლის მეგობარი გოგონა ანა დურიცკაია – “ზედმეტსახელად “ბაუნტისაც” კი ეძახდა”…

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკველლობის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. მკვლელობის დროს 55 წლის პოლიტიკოსი მის მეგობარ გოგონასთან, 23 წლის ფოტომოდელთან ანა დურიცკაიასთან ერთად იმყოფეობდა. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნემცოვი ახალგაზრდა ფოტომოდელის ეჭვიანი თაყვანისმცემლის მსხვერპლი გახდა დურიცკაიას ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთ რუსულ სიანფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას დურიცკაიას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ფოტომოდელს ნემეცოვთან 3 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და ისინი ერთადაც ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნემცოვთან სასიყვარულო ურთიერთობამდე დურიცკაია უკრაინაში მოღვაწეობდა. ნემცოვიც სწორედ იქ გაიცნო. ერთი წლის შემდეგ ისინი მოსკოვში გადმოსახლდნენ და დურიცკაიამ რუსეთის დედაქალაქში განაგრძო მისი სამოდელო კარიერა. ნემცოვი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარიერისთვის ხელის შეწყობას. ოჯახთან დაახლოებული პირები აცხადებდნენ, რომ დურიცკაიას ის გამუდმებით ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიდა. ზედმეტსახელად კი “ბაუნტისაც” ეძახდა. 2013 წელს გოგონა დაორსულდა, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ ნაყოფი უნდა მოეშორებინა. ის შვეიცარიაში გაემგზავრა და ნაყოფი მოიცილა “დნი-რუს” ინფორმაციით, მგზავრობის თანხა და აბორტთან დაკავშირებული ხარჯები ნემცოვმა გაიღო. მკვლელობის მომენტში ისინი ქუჩაში სეირნობდნენ. ნემცოვის მისამართით მისმა ქილერმა მანქანიდან გაისროლა. ექსპერტებმა მოკლული პოლიტიკოსის სხეულზე 4 ტყვია აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები