დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა

ახალგორის შესასვლელთან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “ხელისუფლებამ”, ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა, რომლის გადმოცემასაც ოჯახი დიდი ხანია ითხოვდა. როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მის შვილს 9 თვის წინ ახალგორის მილიციის შენობაში სცემეს.
“მეტი არაფერი ვიცი. ოსურმა მხარემაც ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა, პასუხი ჩვენთვის ცნობილი არ არის. ახლა ქართული მხარე ჩაუტარებს ცხედარს ექსპერტიზას და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით კი, 19 წლის ახალგაზრდა მილიციის შენობაში აწამეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ნუგზარ თინიკაშვილის მოსაზრებით, ბაშარულის გარდაცვალების შემდეგ, ოსურმა მხარემ ცხედარი გადამალა და ახალი წლის წინა დღეებში, ორი თვის წინ, ახალგორის სიახლოვეს ხეზე ჩამოჰკიდეს.
შეგახსენებთ, რომ ბაშარული ოკუპირებული ახალგორიდან 9 თვის წინ გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები