„არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს“

„არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს“, – აღნიშნული განცხადება აკადემიკოსმა სანდრო თვალჭრელიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თვალჭრელიძის თქმით, ლარის კურსი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება, თუმცა მგონია, რომ შესაძლებელია ის 1,90- ზე ჩამოვიდეს. აკადემიკოსმა ის რამდენიმე ადამიანიც დაასახელა, ვისაც ქადაგიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში შეუძლია ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იმუშაოს.
„ადამიანი, რომელსაც ნორმალური ფულად – საკრედიტო პოლიტიკის გატარება არ შეუძლია, თავისით უნდა წავიდეს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ძალიან არასწორი იყო და მე ამას 2013 წლის დეკემბრიდან ყველა გამოსვლაში ვუსვამდი ხაზს. ლარის კურსი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება, თუმცა მგონია, რომ შესაძლებელია ის 1,90- ზე ჩამოვიდეს. წამოვა თუ არა ნორმალური ნიშნულისკენ ლარის კურსი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოეკიდება ამას ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი. ქადაგიძე შესაძლოა, ჩაანაცვლოს ისეთმა პროფესიონალმა და წესიერმა ადამიანმა, როგორიც, მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილი, მერაბ კაკულია, ავთო სილაგაძე არიან“,- აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები