„ეროვნულ ბანკს, საჭირო ზომების მიღების შემთხვევაში, ლარის დევალვაციის პროცესების შეჩერება მარტივად შეეძლო“
აკადემიკოსმა სანდრო თვალჭრელიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. თვალჭრელიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნულ ბანკს ამის პროგნოზირება შეეძლოთ. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის დევალვაციის დროულად შეჩერება შეეძლო. „არ ვიცი, განგებ გააკეთეს, თუ უნებლიეთ, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა არ გაატარა საჭირო ღონისძიებები. მიმოქცევაში არსებულ ფართო ფულში მან არ შეცვალა დოლარისა და ლარის შეფარდება. ბრუნვიდან რომ ჭარბი ლარი ამოღებულიყო, დევალვაციის პროცესის შეჩერება ძალიან მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. თუ ეროვნულ ბანკსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის თანამშრომლობა იქნებოდა, ეროვნულ ბანკს ამ პროცესის მართვა შეეძლო.
ეს ან განგებ გაკეთებული ობსტრუქციაა, ან არაპროფესიონალიზმი. ეროვნული ბანკისა და მთავრობის თანამშრომლობის მოდელი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა თვალჭრელიძემ. აკადემიკოსმა აქცენტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმის არარსებობაზე გააკეთა. მისი თქმით, ლარის ვარდნის დროებით შეჩერება არ ნიშნავს, რომ ეკონომიკას ამით რამე ეშველება. თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის მრეწველობის გავითარებისთვის ყველეაფერი უნდა იღონოს. „ქარხანა უნდა აშენდეს, ხალხი უნდა დასაქმდეს, მწერველობა უნდა განვითარდეს. ეს მხოლოდ ადგილობრივი რესურსების გამოყენებით არის შესაძლებელი.