ნემცოვს მკვლელობის მომენტში უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია ახლდა

რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს მკვლელობის მომენტში 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია ახლდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა გოგონა არ დაშავებულა. მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ “გუმში” ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის კი ისინი ქუჩაში ფეხით გამოვიდნენ და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები