„თვითმხილველი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“- ვინ გადაიყვანა სარფის საბაჟოდან დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე?

ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ირაკლი ალასანიამ დააწინაურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი და შემდეგ მისი მრჩეველი ზაზა მჭედლიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა წინა ხელისუფლების ბინძურ საქმეებში. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ ზაზა მჭედლიძის ხელშეწყობით, სარფის საბაჟოს გავლით გადაიყვანეს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები: დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე.
„ზაზა მჭედლიძის ხელშეწყობით, ალასანიას ხალხმა, სარფის საბაჟოს გავლით გადაიყვანეს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ბატონები: დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე. ეს მოხდა 2012 წლის ნოემბერში. სარფის საბაჟოზე ამ ყველაფრის თვითმხილველი პირი, რომელმაც ხელი შეუწყო ალასანიას სპეცმანქანებით ამ ხალხის სარფის საბაჟოზე გაყვანას, ეს პირი, ჯერ, მოულოდნელად, გაათავისუფლეს სამსახურიდან და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა”,- აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.

წყარო “კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები