ირაკლი ნადირაძე ნარმანიას, მარგიშვილთან ერთად, თბილისის მთავრობის დანარჩენი წევრების გადაყენებასაც ურჩევს

თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს დავით ნარმანიას რჩევას აძლევს. როგორც მან საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მარგიშვილის გადაყენება დაგვიანებულიც კია.
მისი თქმით, დავით ნარმანიამ მასთან ერთად თბილისის მთავრობის სხვა წევრებიც უნდა გადააყენოს.
„მარგიშვილიც და ბევრი სხვა ადამიანიც თბილისის მთავრობიდან დიდი ხნით ადრე უნდა გადაეყენებინათ. მერიაში არაერთი კორუფციული ფაქტი იყო, რომელიც თბილისის მთავრობის წევრებს, მათ შორის ბატონ მარგიშვილს უკავშირდებოდა. მისი თანამდებობიდან გადაყენება დაგვიანებულიც კი არის. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად დავით ნარმანია თბილისის მთავრობის დარჩენილ წევრებსაც გადააყენებს. რაც შეეხება ნიჟარაძეს, ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, გეგი ნიჟარაძე დიდი ხნით ადრე გადაყენებული იქნებოდა. დაწყებული მისი დანიშვნიდან, ის უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. დანიშვნიდან მალევე ის ძალადობრივ ქმედებებშია მხილებული. მას თუნდაც ჯოკია ბოდოკიას საქმის გამო მორალური პასუხისმგებლობა უნდა აეღო. შემდეგ იყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი, თუნდაც ამ ფაქტების გამო ამ ადამიანზე საქმე უნდა აღძრულიყო და სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები