ეკა ბესელია ინტელექტუალური კლუბის მოაზროვნეებთან კონსულტაციებს ადასტურებს

ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნეები შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციას მოაზროვნეთა 4-კაციან ჯგუფთან შეხვედრა ჰქონდა. უმრავლეობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრები მიმდინარეობს და გიორგი მოსაძე შესაძლოა, პარტიის წევრი გახდეს.
„პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამორიცხო, მით უფრო ქართულ პოლიტიკაში, რადგან საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დინამიკური და სწრაფად ცვალებადია. ჩვენ არ ვგეგმავთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია მუდამ ფორმაში იყოს. გიორგი მოსიძე შეიძლება ჩვენს პარტიაში ახალი წევრი იყოს. მასთანაც იყო შეხვედრა. თუ იქნება თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი, ეს შესაძლებელია ისევე, როგორც სხვებთან მიმდინარეობს შეხვედრა. გამიჭირდება სახელის და გვარების დასახელება, რადგან ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს შეხვედრები“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები