ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს.
“თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი სინამდვილეში ხელს შეუწყობს და მოტივირებას მოახდენს პირდაპირ დიალოგს ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ და ისეთი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით”, – განაცხადა აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
აბაშიძე ასევე გამოეხმაურა “როსნეფტის” საქმიანობას საქართველოში. “წარმოიშვა კითხვები იმის შესახებ, ხომ არ არღვევს ეს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რომ “როსნეფტის” რაღაც შვილობილი კომპანიები აფხაზეთში ბიზნესით არიან დაკავებულნი. ამიტომ ჩვენმა სპეციალისტებმა დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, “როსნეფტი” აგრძელებს თავის საქმიანობას და არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები