“აბაშიძე-კარასინის შეხვედრა საქართველო – რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას მიეძღვნება“
შეხვედრა მიეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, განხილვის საგანი ვაჭრობის საკითხი იქნება.
“მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ იმართება ეს შეხვედრა. ტრადიციულად, შეხვედრის ძირითადი თემა ვაჭრობის საკითხები იქნება. ამჯერად, შეხვედრა მიეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში, ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 26 თებერვალს გაიმართება.