მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ითხოვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დახმარება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას სთავაზობს, საკმარისი არ არის და უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება.
“აშშ-მა ბევრი რამ გააკეთა, მან შეძლო ევროპის მობილიზება, დაწესდა სანქციები, მაგრამ ახლა სანქციები აღარ არის საკმარისი, საჭიროა მეტი. უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება”, – განაცხადა საკაშვილმა.