ვიქტორ დოლიძე შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს

მას შემდეგ, რაც, პროტესტის ნიშნად, ვიქტორ დოლიძემ, თანაგუნდელების მსგავსად, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველი კოალიცია მის შემცვლელზე მსჯელობს. არსებული ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა განიხილება.
მმართველი კოალიციის წევრი, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კულუარულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა მან ჟუნრალისტებთან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობას პარლამენტში, ეს გარემოს დაცვის კომიტეტია, სადაც დღემდე თავმჯდომარის თანამდებობას გია ცაგარეიშვილი იკავებდა, თუმცა მანაც, კოლეგების მსგავსად, თანამდებობა დატოვა. მის შემცვლელად, კულუარული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები