ზურა კიწმარიშვილი: ეროსის მკვლელობის ერთადერთი მოტივი რჩება – პოლიტიკა!

ზურა კიწმარიშვილი ფიქრობს, რომ მისი ძმის ეროსი კიწმარშვილის მკვლელობის ერთადერთ მოტივად პოლიტიკა რჩება. როგორ ზურა კიწმარიშვილმა გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, დანაშაული შესრულებულია უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე, გათვლილი იყო ყველაფერი, ყველა დეტალი, შესაბამისად, გამორიცხული იყო ყოველგვარი შემთხვევითობა.
“მკვლელობის ერთადერთი მოტივი რჩება პოლიტიკა. მე დაბეჯითებით, უტყუარი ფაქტებით ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა, მაშინ საქმე სანახევროდ გახსნილი იქნეობდა, მაგრამ სხვა ვერსია მიუღებელია ჩემთვის სარწმუნო არგუმენტის გარეშე, ასეთი არგუმენტები კი ჯერ არავის დაუდია. ეროსი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ძალიან გააქტიურდა, სერიოზული გეგმები ჰქონდა პოლიტიკაში და მას ნამდვილად შეეძლო გარკვეული რეზონანსის მოხდენა ქართულ პოლიტიკაში, სერიოზული ცვლილებების გამოწვევა. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ვამბობ ამას, თორემ სხვა ფაქტები არ გამაჩნია. ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედიოდა მისი მკვლელობა, ვის რა პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ეროსი რომ პოლიტიკას შეეწირა, ამ ეჭვს თავად მკვლელობის ფაქტი მიღრმავებს. ის მოკლეს ისე, რომ მკვლელს არც მანქანაში, არც ავტოფარეხში არანაირი სამხილი არ დაუტოვებია, უმცირესიც კი. დანაშაული შესრულებულია უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე, გათვლილი იყო ყველაფერი, ყველა დეტალი და ნიუანსი და გამორიცხული იყო ყოველგვარი შემთხვევითობა“, – აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები