“ვინ გადაუწვა სახლი იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარ მოწმეს და რა შეუთვალეს ვაჟა გიგოლაშვილს“
ვინ გადაუწვა სახლი იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარ მოწმეს და რა შეუთვალეს ვაჟა გიგოლაშვილს?- ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ვრცელდება ვერსია, რომ ვაჟა გიგოლაშვილს სახლი იმ ადამიანებმა გადაუწვეს, ვინც დაინტერესებულია, რომ გია სოსანაშვილს ბრალი მოეხსნას, რათა მან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთები არ დაასახელოს.
“21 თებერვალს სოფელ ყარაფილის მკვიდრს, ვაჟა გიგოლაშვილს სახლი გადაეწვა. ჯერ დაუდგენელია მიზეზი, რამ გამოიწვია ხანძარი. თუმცა, ვრცელდება ვერსია, რომ ვაჟა გიგოლაშვილს სახლი იმ ადამიანებმა გადაუწვეს, ვინც დაინტერესებულია, რომ გია სოსანაშვილს ბრალი მოეხსნას, რათა მან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთები არ დაასახელოს. ვაჟა გიგოლაშვილი კი გამოძიების ერთ-ერთი მოწმეა. მან, სავარაუდოდ, გია სოსანაშვილი ან ყარაფილის სასაფლაოსაკენ მიმავალი დაინახა, ან უშუალოდ ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან -ამას ჩვენი წყარო აცხადებს, სავარაუდოდ, გიგოლაშვილი სახლის გადაწვით მკვლელობის შემკვეთებმა გააფრთხილეს, რომ მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალოს, არადა უარესს დამართებენ. წყარო აცხადებს, რომ სხვადასხვა ზეწოლა, მათ შორის მუქარა სხვა მოწმეებზეც ხორციელდება და გამოძიება ამ ყველაფრის საქმის კურსშია“,- წერს “კვირის ქრონიკა“.