რას უპირებს ნინო გვენეტაძე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმის მოსამართლეებს

“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე დასმულ კითხვაზე: გახმაურებული საქმეების მოსამართლეები დღემდე მანტიას ინარჩუნებენ. რა კონკრეტული მექანიზმი გაქვთ სასამართლოში არსებული ვითარების შესაცვლელად? – აცხადებს, რომ მათ გასათავისუფლებლად მექანიზმების შემუშავების უფლება არა აქვს და პირიქით, თითოეულ მოსამართლესთან ეთიკურ ურთიერთობას გააგრძელებს.
„მათ გასათავისუფლებლად მექანიზმების შემუშავების უფლება არა მაქვს, პირიქით, თითოეულ მოსამართლესთან ეთიკურ ურთიერთობას გავაგრძელებ. რაც შეეხება საკანონმდებლო მექანიზმებს, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში კანონი შესაბამის რეაგირებას ითვალისწინებს, რომელსაც ზედმიწევნით სწორად შევასრულებ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ინდივიდუალური განცდების საფუძველზე მოქმედების უფლება არა აქვს, ამიტომ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს – მოსამართლეების უფლებებსა და კანონს დავიცავ. არც ერთმა პოლიტიკურმა პროცესმა მართლმსაჯულების ინტერესი არ უნდა დააზარალოს“, – აცხადებს ნინო გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები