ნინო გვენეტაძე: პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩემი კანდიდატურა მიხეილ სააკაშვილმა წარუდგინა

პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩემი კანდიდატურა მიხეილ სააკაშვილმა წარუდგინა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენატაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. გვენეტაძე 1999-2005 წლების პერიოდს იხსენებს, როდესაც ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
„არ უარვყოფ, რომ მოსამართლედ სწორედ ამ პერიოდში ვიმუშავე, თუმცა, საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩემი კანდიდატურა ახალგაზრდა რეფორმატორებმა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა, წარუდგინეს.
კორუფციის მიუხედავად, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვახერხებდი. თუ წლების განმავლობაში დავადასტურე, რომ ჩემი უფლებების დასაცავად ბრძოლა შემიძლია და დღესაც იმავე პრინციპების გასატარებლად მოვდივარ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” რატომ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი წარდგენა პრობლემა?“ – აცხადებს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები