იმერეთის გუბერნატორი გადადგა
იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მეფარიშვლმა სპეციალურ ბრიფინგზე თავად განაცხადა. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეფარიშვილს თანამდებობის დატოვება სურდა და მან მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა. ზაზა მეფარიშვილი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებდა.