ლეგენდარულმა ამერიკელმა სპორტსმენმა საკუთარი ჰონორარი დონბასელებს ჩაურიცხა
შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა ოსტატმა, ჯეფ მონსონმა თავისი ჰონორარი დომბასელებს ჩაურიცხა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა ერთ-ერთი ტურნირის ფარგლებში უკრაინელი ვლადიმირ ნეპოჩატოვი დაამარცხა. „მე ფულის გამო არ ვიბრძოდი. ეს ჩემი ბრძოლის მთავარი მიზეზი არ ყოფილა. თავიდანვე გადავწყვიტე და მთელი ჩემი ჰონორარი დონბასში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადავრიცხე“, – აღნიშნა მონსონმა მედიასთან. სპორტსმენი რუსეთის ხელისუფლების მიმართ სიმპატიით დიდი ხანია ცნობილია. ცოტა ხის წინ, მან პრესას ისიც განუცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმას და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. გასული წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში სახელწოდებით – „გეორგიევსკის ლენტა“, ხოლო სექტემბერში მონსონი რინგზე წარსდგა, რომლის ჰიმნიც იყო – „ადექი, დონბას!“.