მიგრაციის კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრები მიგრაციის კანონთან დაკავშირებით გამართა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის აღებისთანავე არ უნდა იკარგებოდეს საქართველოს მოქალაქეობა. მისივე განცხადებით, მოქალაქეობის დაკარგვა ქვეყნისთვის სასარგებლო არაა.„დღეს, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ამას მოჰყვება სავიზო რეჟიმების სირთულეები. ეს მიდგომა აზარალებს ემიგრანტებს და ქვეყანასაც, რადგან იმ დროს, როცა ყველანაირი რესურსი გვჭირდება, ადამიანური თუ ფინანსური, ეს ადამიანები არ უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც პარლამენტის წევრები და სპეციალისტები შევლენ, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევები ჩატარდეს, ასევე რეკომენდაციები შემუშავდეს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფი მარტის დასაწყისში დაკომპლექტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები