ნინო გვენეტაძე: მე ვიცი ეს სირთულეები, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდები

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ახალი თანამდებობისთვის ის მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მის კანდიდატურას მოიწონებს, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება.

“მე ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ასევე იმედიანად ვარ განწყობლი საპარლამენტო ორგანოს მიმართ, მე ვიცი სირთულეები ვიცი მუშა პროცესი, მაგრამ მე ამას მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდები და ყველაფერს გავუმკლავდები. მე შევძლებ დავასაბუთო, წარმოვაჩინო, დავაზუსტო მთელი ის მიზნები და პროგრამები, რომლითაც ვაპირებ, რომ დავბრუნდე სასამართლოში”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები