ირაკლი ალასანია ვიქტორ დოლიძის ვიზიტის შეწყვეტას გამოეხმაურა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის ვენიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პარტიის პოლიტიკური საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბება. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას თავად დოლიძე გააკეთებს.
“როგორც კი ის ჩამოვა პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობით შეხვედრა მაშინვე შედგება და შემდეგ უკვე ის თავად ამცნობს საზოგადოებას, თუ რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს და რამ განაპირობა ვიზიტის შეჩერება“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ დოლიძე ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა მან მოულოდნელად ოფიციალური ვიზიტი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები