მარგველაშვილი გვენეტაძის დამტკიცებაზე: პარლამენტისგან დადებით გადაწყვეტილებას ველი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ არჩევა ქართული საზოგადოებისთვის და მართლმსაჯულებისთვის პოზიტიურ ცვლილებების მომტანი იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“პარლამენტისგან მე დადებით გადაწყვეტილებას ველი. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მაღალი კონსესუსის დადებითი გადაწყვეტილება და შემიძლია ჩემი არგუმენტები ჩამოვაყალიბო. პირველ რიგში, საქმე ისაა, რომ პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს, არ გულისხმობდა პრეზიდენტის რაიმე ტიპის კონსულტაციებს, არც პოლიტიკურ ფაქტორებთან არც საზოგადოებასთან, ჩვენ ეს პროცესი წარვმართეთ პრინციპულად განსხვავებულად. თავიდანვე გავხსენით ეს პროცესი, როგორც პარლამენტში მოღვაწე პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.
გარდა იმისა, რომ ეს პროცესი იყო გახსნილი, მე დავინახე არა მარტო ჩვენი მხრიდან ამ პროცესის ღიაობა, არამედ, მე დავინახე საზოგადოების დიდი ჩართულობა და ნდობა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ მართლმსაჯულების განვითარებისთვის პოზიტიური დინამიკის მიცემა შევძელით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები