აჭარის დეპუტატები დავით ბაციკაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს. “ნაციონალური მოძრაობის” 8 ხმას კი “ქართული ოცნების” წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და დამოუკიდებელი დეპუტატის, მედეა ვასაძის ხმები დაემატა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. მათ შორის, 8 მანდატი „ნაციონალებს“ ეკუთვნით, ხოლო 10 – „ოცნებას“. 2 დეპუტატი ჰყავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები