გაცდენების გამო დეპუტატთა ნაწილს ხელფასი დაექვითება

გაცდენების გამო დეპუტატთა ნაწილს ხელფასი დაექვითება. გადაწყვეტილება ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ, მიიღო და პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა უმცირესობის დეპუტატი, გიორგი ბარამიძე, რომელიც შეუძლოდ არის. გაცდენები აქვთ ასევე მურმან დუმბაძეს, მარიკა ვერულაშვილს, ზურაბ ზვიადაურს, პაატა ლეჟავას, გუგული მაღრაძეს, სამველ პეტროსიანს, რომელთაც, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ხელფასიდან თანხის გარკვეული ნაწილი დაექვითებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები