ნუკრი ქანთარია: დროა პუტინთან ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგის დაწყების დროა.
„თუ ვლადიმერ პუტინთან სხდებიან – პოროშენკო, მერკელი, ოლანდი და ევროპის სხვა ლიდერები, მგონი, მოვიდა დრო, ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს“ – განაცხადა ქანთარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს არ ცვლის და ქვეყანამ დასავლეთისკენ რაც შეიძლება მყარად უნდა წაიწიოს წინ, მაგრამ, მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყანა ივლის ფრთხილად, ისე, რომ არ დაზიანდეს.
“ლაპარაკით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ ომის, მსხვერპლის გარეშე მოვახერხოთ და მივიდეთ იმ ოჯახში, რაც ღირებულია და ჩვენი არჩევანია. ევროპული არჩევანი არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც ჩვენი მოგონილი არ არის და ამისკენ ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იწევდა. ამას ვუახლოვდებით, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ უნდა გავიქცეთ და ავფეთქდეთ – ქვეყანას ვერ ავაფეთქებთ იმის გამო, რომ ეს თქვენ გინდათ”, – განაცხადა ნუკრი ქანათარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები