“კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებაზე ფიქრობენ”
კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებაზე ფიქრობენ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო, მაგრამ მოსალოდნელი იყო. ფაქტობრივად პარტიაში ნორმალური მუშაობის პროცესი ახლა დაიწყო. დეპუტატები რაიონებშიც გაგზავნეს, რომ ადგილებზე შეისწავლონ მდგომარეობა, გამოკითხვებიც გაკეთდა და ასე შემდეგ“,- განაცხადა მაღრაძემ “ალიასთან” ინტერვიუში.