„კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს“

„საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არა 3, არამედ ერთი კანდიდატი უნდა წარედგინა, ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო“,- აღნიშნული განცხადება სამართლის ექსპერტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტს რომ რამდენიმე კანდიდატურა წარედგინა პარლამენტისთვის, იქმნებოდა საფრთხე, რომ ამას სამართლებრივი პრობლემები გამოეწვია და სამივე კანდიდიდატს ხმათა იდენტური რაოდენობა მოეპოვებინა. როგორც ტურავამ განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძესა და პრეზიდენტს შორის მართლაც რომ ყოფილიყო შეთანხმება რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შესახებ, ეს სამართლებრივი აქტი არ იყო და პრეზიდენტს ამის შესრულებას ვერავინ დაავალდებულებდა.
„კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ეს კანდიდატურა კი მინიმუმ 76 ხმით უნდა იყოს არჩეული. დავუშვათ, რომ პრეზიდენტი საგანელიძეს შეუთანხმდა, რომ რამდენიმე კანდიდატს დაასახელებდა. ასეც რომ ყოფილიყო, ეს პოლიტიკური თამაშია და არა სამართლებრივი აქტი. პრეზიდენტი სწორად მოიქცა, რომ ერთი კანდიდატურა წარადგინა“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები