ირაკლი ღარიბაშვილი: ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ნაცვლად 20 %-ისა, 5 %-ით დაიბეგრება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ნაცვლად 20 %-ისა, დაიბეგრება 5 %-ით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის.
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5 %-ით, ნაცვლად 20 %-ისა“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები