თეა წულუკიანი: ჩვენ სუვერენული ქვეყნის არჩევანში ვერ ჩავერევით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს უკრაინის არჩევანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშნვასთან დაკავშირებით, თუმა ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრიანაში სასიკეთო შედეგებს მოიტანს.
„უხერხულობა, რაც ორ მეგობარ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას შორის იქმნება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ჩვენს ყოფილ ხელისუფალს, პრეზიდენტს, რომელიც ქართველების უმეტესობისათვის სასურველი აღარ იყო, არაერთ საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს. ის ახლა სხვა ქვეყანაში მაღალჩინოსანია და არა მხოლოდ ის. მისი, ასე ვთქვათ, ცოდნა საჭირო გახადა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ. ეს მაგონებს იმას, რომ ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო, მაგრამ ვინ სად დაინიშნება, ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია და ამ არჩევანს ჩვენ პატივი უნდა ვცეთ”,-განაცხადა წულუკიანმა ტელე „იმედის“ ეთერში,  „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები