უმრავლესობა ზურაბ აბაშიძის ვიცე- სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე ბიუროს ხვალ მიმართავს

უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიოს მის მიერ დაყენებული ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა და ამ გადაწყვეტილებით ხვალ ბიუროზე შევალ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმრავლესობის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“კვოტაზე, რომელიც უმრავლესობას ეკუთვნის, გადაწყვეტილებაც უმრავლესობამ უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ნურც ნურავის უკვირს. ნურც განაწყენებულია და ნუ გააკეთებენ ისეთ რეპლიკებს, რომელიც ადეკვატური არ იქნება. უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს იმ ადამიანის გაწვევა, რომელიც მისი რეკომენდაციით დაინიშნა. ბიურომ უნდა მიიღოს ცნობად, და როცა მიიღებს ცნობად, ბატონი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დატოვებს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები