დავით დარჩიაშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ დამატებითი ნაბიჯები იდგმება

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ქმედებები და რეაგირება აღნიშნულ საკითხზე სრულიად არაადეკვატურია.
მათი თქმით, განსაკუთრებით გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და პოზიცია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ უკრაინის პრობლემებთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი.
უმცირესობის წევრს დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოვლენილ აგრესიას.
“ეს პროცესები ცხადყოფს, რომ უკრაინაში აგრესიის პარალელურად, აგრესია საქართველოს მიმართაც გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ დამატებითი ნაბიჯები იდგმება. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მთავრობასთან ერთად ერთიანი ფრონტით გამოდიოდეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერებაზე ზრუნავდეს, ამ ფონზე ვხედავთ მხოლოდ დუმილს”,- განაცახადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები