მიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი დამარცხდება

საქართველოს პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.
მან დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ უკრაინაში უახლოეს მომავალში მრავალი რეფორმა ჩატარდებოდა. სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს.
„პუტინმა კარგად დაინახა, რომ უკრაინას ნამდვილად აქვს სურვილიც და შესაძლებლობაც იმისა, რომ თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირს. უკრაინას შეუძლია დასავლეთისკენ სწრაფვა და, შესაბამისად, რეფორმების განხორციელებაც. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ პუტინს უკრაინის განადგურება სურს. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი დამარცხდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები