ზურაბ აბაშიძე: ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, მშვიდობაში მოახმაროს ეს თანამდებობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის და “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან მისი გადაყენებაა.
“ვულოცავ გულწრფელად “ოცნებას”, თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან მთელი რიგი საკითხია ქვეყანაში, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. მე ოქტომბრიდან ვარ ოპოზიციაში და შეუძლიათ, როცა გადაწყვეტილებას დაწერენ, ძველი რიცხვით შეავსონ ის. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვიქნებით პარლამენტში და გავაგრძელებთ ბრძოლას. თანამდებობებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, მშვიდობაში მოახმაროს ეს თანამდებობა”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.