ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტს ვაღიარებთ

დავით სანაკოევისა და სერგეი ლავროვის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე – ” შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების შესახებ”, ევროკავშირის ელჩმა, იანუშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და მიმდინარე პროცესი ხელს არ უწყობს კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას.
“ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში. პროცესი, რასაც თვალს ვადევნებთ, ნამდვილად არ უწყობს ხელს კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა, სერგეი ლავროვთან ერთად, “ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებული” დოკუმენტი გააფორმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ბოლოს მოუღებდა ქართული მხარის გავრცელებულ სპეკულაციებს, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსირებას, დაპყრობას ან კიდევ მიერთებას ცდილობდა. რაც შეეხება საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გააფორმებს, არალეგიტიმურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები