უსაფრთხოების საბჭოს დახურულ სხდომაზე შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე რეგიონში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის კანცელარიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომას, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და მას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები