რუსეთის სამხედრო ბატალიონის “ვე-ვე-ეს”-ის გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ლენცოვმა ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერლობაც შეითავსა და ბატალიონს სათავეში ჩაუდგა, – ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული ტელეარხის საინფორმაციოში შემთხვევით გაჟღერდა.
დებალცევოში, ამბოხებულების “მიღწევებზე” საუბრისას ლუგანკის დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთმა გენერალმა უნებლიეთ რუსეთის სამხედრო ბატალიონის გენერლის ალექსანდრე ლენცოვის ღვაწლსაც გაუსვა ხაზი. საუბარია უკრაინის 101-ე ბრიგადის ჯარისკაცების დატყვევებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი რაოდენობა 120-მდე მერყეობს.