ლავროვი დებალცევოს კონფლიქტში პოროშენკოს ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დებალცევოს კონფლიქტში უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშეკოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მას რეგიონის პრობლემებზე დაუწყო საუბარი, პოროშენკომ აღნიშნა, რომ პრობლემები საერთოდ არ არსებობდა.
ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებები ადრე რომ დაწყებულიყო, მსხვერპლის თავიდან აცილებაც იქნებოდა შესაძლებელი.
“ყველაფერი რომ ადრეულ ეტაპზე შეჩრებულიყო, მოლაპარაკებების გამართვაც იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, წარუმატებლად დასრულდა”,-განაცხადა ლავროვმა.